Wednesday, August 12, 2015

მეცხრე დღე
შევაჯამეთ  მასალა,.მივანიჭეთ  კრიტერიუმებს წონები, მოვაწესრიგეთ პორტფოლიო.

მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პრეზენტაციები:

სოფიკო ჩიტაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია    თემაზე მარიტა-უცოდველი მშვენიერების პიროვნული ტრაგიზმი და აღწერა მისი თანამიმდევრობა შაბლონის მიხედვით. თუ როგორ იკვლევენ მოთხრობის მთავარი სათქმელის უკეთ გასაგებად მოსწავლეები  "მარიტაში"   განხილულ თემებსა პრობლემებს და უკავშირებენ 
თანამედროვე ეპოქის პრობლემებს.
     შემდეგ პრეზენტაცია წარადგინა რუსუდან ჩაჩანიძემ თემაზე კულტურული შოკის არიდება ტურიზმის განვითარებისათვის და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში. ირმა გერლიანმა ისაუბრა ცხოველების დაცვის შესახებ ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკში. ნატო შათირიშვილმა გაგვაცნო ოქროს კვეთის არსის გასაგებად დაგეგმილი პროექტი.  ქეთევან ყიფიანმა ელექტრონული წიგნის შექმნის პროექტი წარადგინა, ისაუბრა, როგორ განუვითარებს ეს პროექტი მოსწაავლეებს  კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს. ია ვეფხვაძემ წარადგინა პროექტის გეგმა მსოფლიო კულტურასა და ქართული ტრადიციებზე. მაია ლაცაბიძემ ისაუბრა პროექტის გეგმაზე, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული დღესასწაულის გაცნობას ეხება, კერძოდ კი ა.შ.შ-ს ეროვნულ დღესასწაულს მადლიერების დღეს. ნინო ჩხეიძის პროექტი ეხებოდა საზომ ერთეულებს, რა სახელები ჰქონდათ მათ ადრე და რა ჰქვიათ დღეს.მერი ღამბაშიძემ გააკეთა პრეზენტაცია ნარჩენების გადამუშავებაზე , თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ნარჩენებმა გარემოს და როგორ უნდა მივიღოთ ნარჩენებისგან სასარგებლო პროდუქტი. ფატი ღამბაშიძე პროექტით მოსწავლეებს ასწავლის სხვადასხვა მინერალური და სასმელი წყლების შემადგენლობას და სასარგებლო თვისებებს. ყველა პრეზენტაცია ძალიან მომეწონა, ყველა თავისებურად სასარგებლო და საინტერესოა.
      პრეზენტაციების შემდეგ დავუწერე კომენტარები ყველა გამომსვლელს.ტრენინგმა ჩემი სურვილი მცოდნოდა უფრო მეტი ვიდრე გუშინ გაამართლა. ნაყოფიერი იყო ტრენინგის მთლიანი კურსი. მადლობა ქალბატონ მანანას თავისი პროფესიონალიზმისათვის და ჩვენს მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებისათვის.ყველა მონაწილეს ვუსურვებ წარმატებებს..

Tuesday, August 11, 2015

 დღე მეერვე                                                                                                                                                                                              გავიარეთ მეშვიდე მოდული. ვისწავლეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით. გავიმეორეთ შესწავლილი მასალა, გადავხედეთ პროექტის გეგმას, ვისწავლეთ გუგლ-ფორმების შექმნა, შევქმენით  კითხვარი ონლაინ გამოკითხვისთვის. გადავხედეთ პორტფოლიოს და შევამოწმეთ მისი სისრულე, ვისწავლეთ დოკუმენტების დრაივზე ერთი საქაღალდიდან მეორეში  გადატანა. კითხვარი დავდეთ ბლოგზე.

Monday, August 10, 2015

დღე მეშვიდე

განვიხილეტ მოსწავლეთა დიფერენცირების საკითხი. გავეცანი პრეზენტაციას გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ. თვით შეფასების ფორმა  შევქმენით განსხვავებული სწავლის სტილის, ინტელექტის მქონე მოსწავლეებისათვის

Friday, August 7, 2015

დღე მეექვსე
ვისწავლეთ დრაივზე დოკუმენტების გაზიარება. განვიხილეთ გაკვეთილზეგამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია. შეფასების დაგეგმვის ცხრილი.შეფასების გეგმის კრიტერიუმების ჩამონათვალი, შეფასების დაგეგმვა, მეტრული დაგეგმვის სიგიჟე,ყველაფერი ეს მოვარგეთ მოსწავლის ნაშრომებს.

Thursday, August 6, 2015

დღე მეხუთე


გავეცანით მესამე და მეოთხე მოდული, ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვა და გამოყენებული ლიტერატურის ნიმუში დაშევქმენით მოსწავლის ნიმუში პრეზენტაცია 

Wednesday, August 5, 2015

დღე მეოთხე         მეორე  მოდულის მესამე აქტივობა
განმავითარებელი შეფასებები
შეფასების მიზანი:
  • მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება
  • თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა
  • პროგრესის მონიტორინგი
  • ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა
განმსაზღვრელი შეფასება
შეფასების მიზანი:
  • მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთან შესაბამისობი
  • საგანმანათლებლო რესურსი პროექტების შეფასება ვებგვერდის საშუალებით: 

 http://tpdc.ge/essentials/assessing-projects/  -შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო პროექტის მუშაობის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ, შესაბამისად მეთოდები და ინსტრუმენტები




Saturday, August 1, 2015

დღე მესამე

შევამოწმეთ სასწავლო მიზნების სისწორე, რაშიდაც დაგვეხმარა განახლებული ბლუმის ტაქსონომია. ბლუმის ტაქსონომია დაგვეხმარა იმის გარკვევაში, რომ შედეგი იყოს მაღალი სააზროვნო უნარების.
        დავწერეთ სააწავლო მიზნები და მოვარგეტ ჩვენ გეგმას. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების პრეზენტაციის საშუალებით დავწერეთ ჩვენი გეგმისთვის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

Friday, July 31, 2015

ტრენინგის პირველი დღე            
გავიცანით ერთმანეთი და კურსის შესახებ ინფორმაცია მივირღეთ. ვისწავლეთ viuver გამოყენება. შევქმენით პორტფოლიოს ჩეკლისტი, ანუ რომელი დოკუმენტი სად უნდა შევინახოთ



ტრენინგის მეორე დღე
საპროექტო იდეები მოვისმინეთ და შევადგინეთ .გეგმის შაბლონი.დავწერეთ პროექტის გეგმის მონახაზი.
21 საუკუნის უნარ-ჩვევები მოვარგეთ ჩვენ პროექტს. შემდეგ შევქმენით პროექტის ბლოგი და გავეცანით ბუკლეტის შაბლონს, რომელიც გავაფორმეთ სურათებით